Quantcast
Channel: ტაბულა - საზოგადოება
Viewing all 1443 articles
Browse latest View live

20 ივნისს აქციის საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში შსს-ს კიდევ ერთი თანამშრომელი მიეცა

$
0
0

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 20 ივნისის აქციის მონაწილის მიმართ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი თანამშრომელი მიეცა.

"გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულმა თანამშრომელმა გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირზე, იმ ვითარებაში, როდესაც არ არსებობდა დაკავებულის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენების წინაპირობა და აუცილებლობა", - ამბობენ უწყებაში.

მათივე თქმით, შსს-ს თანამშრომელს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ'ქვეპუნქტით წარედგინა.

უწყებაში ამბობენ იმასაც, რომ სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავენ.

აღსანიშნავია, რომ 20 ივნისის აქციის საქმეზე სულ პასუხისგებაში მიეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი, ხოლო აქციის 19 მონაწილე. 

ამასთან, დღეს, 27 აგვისტოს გაიმართა სასამართლო პროცესი, სადაც 7 მათგანის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს განიხილავდნენ, თუმცა მოსამართლე ლევან გელოვანმა ისინი პატიმრობაში დატოვა.

ქართული
გავრილოვის ღამე20 ივნისის აქცია20 ივნისის აქციის დარბევასაქართველოს მთავარი პროკურატურა20 ივნისისირცხვილიაგავრილოვის ღამეNews ItemპოლიტიკასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

შსს: დავაკავეთ ქალი, რომელმაც პეკინის გამზირზე ბავშვი სახის არეში დაჭრა (ვიდეო)

$
0
0

პოლიციამ პეკინის გამზირზე ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალი დააკავა.

შსს-ს ცნობით, 1968 წელს დაბადებულმა თ.ს-მ 2015 წელს დაბადებულ მცირეწლოვანს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შემთხვევა პეკინის ქუჩაზე გუშინ საღამოს მოხდა. ბავშვი მშობლებთან ერთად მოდიოდა, როცა ის უცნობმა ქალმა დანით სახის არეში დაჭრა. მცირეწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ჭრილობები ლოყისა და ცხვირის მიდამოში ჰქონდა. ოპერაციის შემდეგ, ბავშვი პალატაში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ქართული
კრიმინალიშსსკრიმინალიNews ItemVideoკრიმინალისაზოგადოებაDon't displayNoBefore article text

პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის საქმე და შეწყალება - პრეზიდენტი კითხვებს არ პასუხობს

$
0
0

"ეს უცებ გახდა სალაპარაკო პრობლემა, იმ დროს როცა ამდენი არის აქ პოზიტივზე სალაპარაკო. ესეც დიდად არ მიკვირს. თუ რამე განცხადება არის უფრო დეტალური გასაკეთებელი, ეს უნდა გაკეთდეს თბილისში. მაინც მინდა ვთქვა, რომ ვწუხვარ, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები იხილება აქ ევროპაში, ევროპის შუაგულში დღეს, რომ ეს მცდელობები, რომ აქცენტი გადავიტანოთ სხვა საკითხზე, არის კიდევ ერთი მაჩვენებელი, იმის მაგივრად რომ ვიყოთ გაერთიანებული იმ საკითხებზე, რომელიც მთელი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია, ამას ვერ ვახერხებთ. თუნდაც ის, რომ დამელოდონორი დღე თბილისში და მიიღონ პასუხები თბილისში", - თქვა ზურაბიშვილმა, რომელმაც 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 პატიმარი შეიწყალა და რომელიც საპრეზიდენტო კამპანიის დროს და შემდეგ, აქტიურად აკრიტიკებდა მისი წინამორბედის, გიორგი მარგველაშვილის შეწყალების პოლიტიკას.

28 აგვისტოს შეწყალების შედეგად, საპატიმრო დატოვა მოჭიდავე რამაზ დევაძემაც, რომელიც სასჯელს პოლიციელის მკვლელობისთვის იხდიდა.

მკვლელობა ბათუმში 2014 წლის 27 დეკემბერს ღამის კლუბ "ლეგასში"მოხდა. ცნობილია, რომ 22 წლის პოლიციელი, თარაშ მუკბანიანი ამ დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, თუმცა თან ჰქონდა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი. ის სწორედ ამ იარაღიდან გასროლის შედეგად დაიღუპა.

რამაზ დევაძე იმავე ღამეს, სარფის საბაჟოზე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ის ქვეყნის დატოვებას აპირებდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ სპორტსმენს 12 წლით, ხოლო მის თანმხლებ პირს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რამაზ დევაძის ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიება არასწორი მუხლით წარიმართა - იყო გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა და არა განზრახ მკვლელობა. დავით ჯაფარიძის თქმით, ის ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე გაასამართლეს, რადგან პოლიციელი იყო დაღუპული.

"შემთხვევის დროს მუკბანიანი არ გახლდათ პოლიციელი. ის მეგობარ უზბეკ გოგონასთან ერთად ერთობოდა დისკო ბარში. ბესიკ მამულაძემ, რომელიც რამაზ დევაძესთანერთად იყო კლუბში, ამ გოგონას მოუსვა ხელი საჯდომზე, რაც გააპროტესტა მუკბანიანმა და მათ შორის მოხდა დაპირისპირება. დევაძე გასაშველებლად მივიდა მაშინ, როცა მუკბანიანმა იარაღი ამოიღო, სროლა დაიწყო და დაჭრა სრულიად უცნობი ორი ადამიანი. დევაძემწაართვა მას იარაღი. იატაკზე დაგდებული მუკბანიანი სხვა პირებმა სცემეს, რომლებიც არ დასჯილან. დევაძე იღებდა ტყვიას იარაღიდან, რომელიც არის ძველი და ძალიან ცუდი. ამ დროს მუკბანიანი დგება იატაკიდან და ლოყაში ხვდება შემთხვევით გასროლილი ტყვია", - ამბობს ადვოკატი.

2015 წელს, დევაძის დაკავების შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან სინამდვილეში საზღვრის გადაკვეთა შეძლო, თუმცა შსს ირწმუნებოდა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან, ენმ-სმაშინდელი წევრი, გივი თარგამაძე საუბრობდა რამაზ დევაძისადა კრიმინალური ავტორიტეტის, მინდია გორაძის, იგივე ლავასოღლისახლობლობაზე.

ტაბულამამის შესახებ მის ადვოკატს ჰკითხა. დავით ჯაფარიძის თქმით, რევაზ დევაძე, მინდია გორაძე (ლავასოღლი) და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე წლების წინ მოჭიდავეების ერთ გუნდში იყვნენ. ადვოკატი ირწმუნება, რომ დევაძეს კრიმინალურ ავტორიტეტთან ურთიერთობა არ აქვს.

ამასთან, დავით ჯაფარიძე ამბობს, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის იმდროინდელი უფროსს, დავით თამაზაშვილს დევაძის მიმართ პირადი ინტერესი ჰქონდა, რადგან მანამდე მათ შორის კონფლიქტი მოხდა. ადვოკატი ჰყვება, რომ თამაზაშვილმა იმ დროისთვის თანამდებობიდან ახალგათავისუფლებული ჭიკაიძის მისამართით შეიგინა, რაზეც რევაზ დევაძემუთხრა, "რატომ აგინებ ჩემს მეგობარსო"და მოხდა შელაპარაკება.

ჯაფარიძე ირწმუნება, რომ თამაზაშვილმა "ეს ჩაიდო გულში"და მერე "მომენტი ნახა". მისი თქმით, საქმე პოლიტიკური იყო და ხელისუფლება დაინტერესებულიყო იმით, რომ დევაძე უკანონოდ ყოფილიყო მსჯავრდებული. 

ტაბულას კითხვას, რატომ შეიძლება ყოფილიყო ხელისუფლების ინტერესი სპორტსმენი, ადვოკატი ასე პასუხობს:

"თამაზაშვილმა ჩათვალა, რომ ის ჭიკაიძის კაცი იყო, მისი ახლობელი. ჭიკაიძეს ვერ იტანდა და შეუთითხნა ყველაფერი".

ადვოკატის ინფორმაციით, შეწყალებისთვის მიმართა გიორგი მარგველაშვილსაც, თუმცა უშედეგოდ. 

ამასთან, დავით ჯაფარიძე ამბობს, რომ მიმართა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც, თუმცა სარჩელი წარმოებაში არ მიიღეს.

ტაბულა მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მიეღო პასუხი კითხვაზე - რატომ შეიწყალა ქვეყნის პირველმა პირმა განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებული. პრესსამსახურში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ, მოკლე ტექსტურ შეტყობინებაზე კი გვიპასუხეს, რომ გაარკვევენ, იქნება თუ არა კომენტარი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ქვეყნის პირველ პირს აქვს უფლება მსჯავრდებული ერთპიროვნულად, მიზეზის გარეშე შეიწყალოს. თუმცა, პრაქტიკის მიხედვით, პრეზიდენტები შეწყალების აქტს ძირითადად, შეწყალების კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე გამოსცემდნენ. მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდა, შეწყალების კომისია დაიშალა.

ტაბულა დაუკავშირდა შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს. ზვიად ქორიძეს ვკითხეთ, თუ ახსენდება პრაქტიკაში ისეთი მსჯავრდებულის შეწყალება, რომელსაც ბრალად ედება განზრახ მკვლელობა ან პოლიციელის მკვლელობა. ის ამბობს, რომ ყოფილა განზრახ მკვლელობისთვის გასამართლებული ადამიანების შეწყალების შემთხვევები, თუმცა ეს იყო ნაწილობრივი შეწყალება, ანუ მათ სასჯელი შეუმცირდათ.

"კომისიის გადაწყვეტილება დამოკიდებული იყო საქმის მასალებზე და იმ დეტალებზე, რომლებიც დამატებით იყო მოძიებული კომისიის მიერ. ერთ სხდომაზე ძალიან ბევრი საქმე გამოდიოდა და კომისიის წევრები კონკრეტული მსჯავრდებულებისშესახებ მოძიებულ ინფორმაციებს ერთმანეთს ვუზიარებდით. ძალიან იშვიათი გამონაკლისები იყო, როცა განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალების შესახებ გავცემდითრეკომენდაციას, თუმცა ჩვენ ამას ვასაბუთებდით. ასევე, უნდა ვთქვა, რომ პრეზიდენტი ყოველთვის არ იზიარებდა ჩვენს მოსაზრებებს", - ამბობს ქორიძე.

მისი აზრით, რამაზ დევაძის შეწყალების საქმეზე საჭიროა მეტი ინფორმაცია, რათა არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები, მით უმეტეს, როცა უცნობია, რაზე დაყრდნობით მიიღო სალომე ზურაბიშვილმა ეს გადაწყვეტილება.

"ამ საქმესთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია სჭირდება საზოგადოებას. თუ განვაზოგადებთ ამ ისტორიას, რა თქმა უნდა მივიღებთ ძალიან მძიმე სურათს, რომ პრეზიდენტი იწყალებს პოლიციელებზე თავდამსხმელ და პოლიციის მკვლელ ადამიანს. მაგრამ ყველა ისტორიას აქვს თავისი კონკრეტული გარემოებები და მნიშვნელოვანია, ეს საზოგადოებამ იცოდეს. სალომე ზურაბიშვილი აკრიტიკებდა პრეზიდენტ მარგველაშვილის შეწყალების პოლიტიკას. თუმცა, გუშინ 34 ადამიანი შეიწყალა. ეს არ არის ცოტა. როცა ასეთი რაოდენობის ადამიანს იწყალებყოველგვარი კომისიური განხილვის გარეშე, საზოგადოებას თავისთავად უჩნდება კითხვა - ან საიდან მიიღო პრეზიდენტმა ეს ინფორმაცია, ან ვინ დაუმუშავა ეს ინფორმაცია, ვისთან ისაუბრა და იკამათა პრეზიდენტმა ამ თემაზე, რა პროცედურა გაიარა და ა.შ.", - ამბობს შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში უნდა გადავიდეს. მან ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, 2019 წლის მარტში ისაუბრა. ტაბულა დაინტერესდა, უწევდა თუ არა კონსულტაციას სამინისტრო პრეზიდენტს 28 აგვისტოს შეწყალების დროს. უწყებაში ამბობენ, რომ ადმინისტრაციას ამ საკითხზე მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

უცნობია, რის საფუძველზე მიიღო სალომე ზურაბიშვილმა 34 მსჯავრდებულის შეწყალების გადაწყვეტილება. ასევე, უცნობია რამაზ დევაძის გარდა, ვინ მოხვდა შეწყალებულთა სიაში. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მათ შორის 8 ქალი და ერთი არასრულწლოვანია. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის სალომე ზურაბიშვილს სულ 91 მსჯავრდებული ჰყავს შეწყალებული.

რამაზ დევაძის საქმე

ღამის კლუბში პოლიციელის მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვებს "ბათუმელები"აშუქებდა. სწორედ "ბათუმელებმა"გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 28 აგვისტოს შეწყალებულებს შორის რამაზ დევაძეცაა.

2015 წლის 31 აგვისტოს გამოცემა წერს, რომბათუმის საქალაქო სასამართლოში ღამის კლუბ "ლეგასის"სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ვიდეო კადრები აჩვენეს. "ბათუმელების"ინფორმაციით, კადრები პროკურორმა წარადგინა, თუმცა სრულად არ უჩვენებია და სასამართლოს ტექნიკურ პერსონალს კარნახობდა, რომელი კადრი უნდა გაეშვა.

"პროკურორის მიერ წარმოდგენილ კადრებში არსად ჩანს, რომ რამაზ დევაძე თარაშ მუკბანიანს მიჯრით ესვრის. თავის დროზე მედია სწორედ მიჯრით სროლაზე ავრცელებდა ინფორმაციას. ზოგადად, სროლის კადრებიც ძალიან ბუნდოვანია. ყოველ შემთხვევაში, კადრებზე, რომელზეც პროკურორი ამბობდა, რომ ეს იყო სასიკვდილო გასროლა, ადვოკატები არ ეთანხმებოდნენ და ამბობდნენ, რომ "აქ არ ჩანს სროლა".

პირველად იარაღი ძალიან მკვეთრად ჩნდება გარდაცვლილი პოლიციელის – თარაშ მუკბანიანის ხელში. კადრებიდან ასევე ნათლად ჩანს, რომ მეორე სართულზე, კიბის უჯრედთან ახლოს მყოფი თარაშ მუკბანიანი ძალიან მთვრალია და ცეკვავს გოგოსთან ერთად. ამ დროს რამდენიმე მამაკაცი გაივლის ზუსტად იმ დერეფანში, სადაც თარაშ მუკბანიანი ცეკვავს. ეს მოძრაობა თანდათან გადადის ჩოჩქოლშიდა შეხლა-შემოხლაში. სწორედ ამ დროს ჩნდება პირველად თარაშ მუკბანიანის ხელში იარაღი", - წერს "ბათუმელები".

ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, თარაშ მუკბანიანი იარაღს რამდენიმე ადამიანს უმიზნებს. მოგვიანებით კი, რამაზ დევაძეს ის ზურგიდან ჰყავს შებოჭილი და საფეხურებით პირველ სართულზე ჩაჰყავს. ამ დროს პოლიციელს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, იარაღიანი ხელი ისევ თავისუფალი აქვს.

"პირველი სართულის დერეფანი სათანადოდ არ არის განათებული, ამიტომ 100%-იანი სიზუსტით შეუძლებელია იმის თქმა, საფეხურებზე თარაშ მუკბანიანის ჩაყვანის შემდეგ იქ რა ხდება ან ვინ ვის ესვრის. კადრში ასევე მკვეთრად ჩანს, რომ იარაღი, რომელიც თავის დროზე თარაშ მუკბანიანს ეჭირა ხელში პირველი სართულის კადრებში რამაზ დევაძის ხელშია. თარაშ მუკბანიანი კი იატაკზე წევს", - წერს ბათუმელები.

საქართველოს პროკურატურაში მაშინ ამბობდნენ, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ რამაზ დევაძეს "ლეგასში"შელაპარაკება მოუვიდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების თანამშრომელ თარაშ მუკბანიანთან.

"ჩხუბის დროს რამაზ დევაძემმუკბანიანს წაართვა სამსახურებრივი იარაღი და შურისძიების მიზნით, იარაღიდან გასროლით, თავის არეში მიაყენა ჭრილობა. მიღებული ჭრილობისგან თარაშ მუკბანიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა", - ამტკიცებდნენ უწყებაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ "ბათუმელების"მიერ 2015 წელს სასამართლოდან გამოთხოვილი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, თარაშ მუკბანიანის მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე - 2014 წლის 26 ივნისს, რამაზ დევაძემდა კიდევ ორმა ადამიანმა კიდევ ერთ პოლიციელს და სხვა პირებს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. 

ამ საქმესთან დაკავშირებით დევაძის დედა "ბათუმელებს"უყვება:

"რამაზი პუშკინის ქუჩაზე მეგობარს ტოვებდა დისკოთეკაზე. სადგომთან ვიღაც პიროვნება მივიდა და ეუბნება – ეი, შენ აქ რას აჩერებ მანქანას? უმიზეზოდ უცხო ადამიანს დედა შეაგინა, შეაფურთხა და ხელი დაარტყა. რამაზი გადმოვიდა მანქანიდან და ის პირი ლავაშივით გააბრტყელა. აღმოჩნდა, რომ რამაზიმსცემა პოლიციელს".

ქართული
მსჯავრდებულთა შეწყალებარამაზ დევაძეთარაშ მუკბანიანისალომე ზურაბიშვილისაქართველოს პრეზიდენტიშეწყალებაშეწყალების კომისიაზვიად ქორიძედავით ჯაფარიძემინდია გორაძელავასოღლიდავით თამაზაშვილი"რატომ შევიწყალე, ამას ნამდვილად არ გეტყვით", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი და პრეზიდენტის უფლებაზე საუბრობს, რომელიც მას მსჯავრდებულების შეწყალების დისკრეციას აძლევს. მსჯავრდებული კი ამ შემთხვევაში 22 წლის პოლიციელის მკვლელობისთვის გასამართლებული რამაზ დევაძეა.მსჯავრდებულთა შეწყალებაNews ItemArticleპოლიტიკასაზოგადოებაDon't displayNowhite shade bottom fullwidthBefore article text

სამთავისის კომპლექსში უნებართვო სამუშაოები მიმდინარეობს

$
0
0

სამთავისის კომპლექსში უნებართვო სამუშაოები მიმდინარეობს. 

ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გაავრცელა. სააგენტო წერს, რომ საპროექტო დოკუმენტაციის სახელმწიფო უწყების საბჭოსთან შეუთანხმებლად ადგილობრივი სასულიერო პირების ინიციატივით კომპლექსის ეზოში სავალი გზის მონაკვეთი ეწყობა.

"ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტებთან ერთად სამთავისში სააგენტოს კვლევის სამსახურის თანამშრომლებიც იმყოფებიან, რომელთა წინასწარი შეფასებით ახლად მოწყობილი ინფრასტრუქტურული ელემენტი ტაძრის მხატვრულ-არქიტექტურულღირებულებებთან შეუთავსებელია და კორექტირებას საჭიროებს. საფეხმავლო ბილიკი ნიჩბისისქვის ტრადიციული ქართული წყობითაადაგებული. 

უნებართვო სამუშაოების დაუყოვნებლივი შეწყვეტის მოთხოვნით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ ეპარქიას წერილობით გაფრთხილებას დღესვე გაუგზავნის.

ახლადგამოვლენილიფაქტის შესახებ ეცნობება საქართველოს საპატრიარქოსაც. წარმოებული უნებართვო პროცესის შედეგების გამოსასწორებლად სააგენტო ეპარქიას 6 თვის ვადაში სათანადო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და მის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსთან შეთანხმებას მოსთხოვს. სამთავისის კომპლექსში განხორციელებული მონიტორინგის ანგარიშს სააგენტო უახლოეს დღეებში გაასაჯაროებს", - წერს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო. 

69772630_2364913863586303_2565586894515601408_n.jpg

ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

69936934_2364913983586291_7919287277069533184_n.jpg

ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო
ქართული
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობასამთავისიუნებართვო სამუშაოებიკულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსაქართველოს კულტურული მემკვიდრეობაNews ItemრელიგიასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

დააკავეს კაცი, რომელმაც ტრანსგენდერ ქალზე სექსუალურად იძალადა და დააყაჩაღა

$
0
0

თბილისში დააკავეს კაცი, რომელმაც ტრანსგენდერ ქალზე სექსუალურად იძალადა და დააყაჩაღა.

"თანასწორობის მოძრაობის"ინფორმაციით, მათ ტრანსგენდერმაქალმა დახმარების თხოვნით 12 აგვისტოს მიმართა, რის შედეგადაც, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება დაიწყო და ბრალდებული დააკავა.

"თანასწორობის მოძრაობას 12 აგვისტოს დახმარების თხოვნით მომართა ძალადობის მსხვერპლმა ქალმა, რომელიც აცხადებდა, რომ უცნობ პიროვნებასთან ჰქონდა ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი. აღნიშნულმა პირმა მას არასასურველი ინტიმური კავშირი მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

ბრალდებულმა იარაღის მუქარით აიძულა ქალს დაემყარებინა მასთან არასასურველი სქესობრივი კონტაქტი და მოსთხოვა ფულადი თანხა. ამავდროულად, აღნიშნული პირი მას ტრანსფობიურიდა ჰომოფობიური შინაარსის სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

თანასწორობის მოძრაობაში ამბობენ, რომ დაზარალებულს ორგანიზაციის იურისტებმა გაუწიეს კონსულტაცია და ახლდნენ პოლიციაში გამოკითხვისას, ასევე, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, იურისტების ძალისხმევით საქმეზე დადგინდა დისკრიმინაციული მოტივი, რაც საქართველოს კანონმდებლობით დამამძიმებელი გარემოებაა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული მიმართვიდან რამდენიმე საათში დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 137-ე და 138-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას, გაუპატიურებასადა დისკრიმინაციულ მოტივს მოიცავს.

ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ქართული
თავდასხმა ტრანსგენდერ ქალზეტრანსგენდერ ქალთა უფლებებიტრანსფობიაჰომოფობიატრანსგენდერ ქალზე თავდასხმატრანსგენდერებზე თავდასხმათანასწორობის მოძრაობაშსსსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროთავდასხმა ტრანსგენდერ ქალზეNews ItemპოლიტიკაკრიმინალისაზოგადოებაFull widthNoBefore article text

კლინიკაში, სადაც ძგიდის ოპერაციამდე კაცი დაიღუპა, სანებართვო პირობების დარღვევა დადგინდა

$
0
0

კლინიკას, რომელსაც 40 წლის კაცმა ცხვირის ძგიდის ოპერაციისთვის მიმართა და დაწესებულებას, სადაც ის რეანიმაციაში გადაიყვანეს, სანებართვო პირობების დარღვევა დაუდგინდა.

საუბარია ხუჯაძე-გოგნიაშვილისკლინიკაზე, რომელშიც ირაკლი კობიაშვილის ოპერაცია უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ანესთეზიის შემდეგ, ის კომაში ჩავარდა. სანებართვო პირობების დარღვევა დაუდგინდა ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკასაც, სადაც კობიაშვილი რეანიმაციაში გადაიყვანეს.

ორივე კლინიკის წინააღმდეგ სამედიცინო რეგულირების სააგენტოს გარდაცვლილის ცოლმა, ნინო გოგინაშვილმა მიმართა. გარდა ქმრის დაღუპვის საკითხის შესწავლისა, გოგინაშვილი ითხოვდა სააგენტოს შეესწავლა რამდენად იცავენ კლინიკები სანებართვო პირობებს.

უწყების პასუხები ჯერჯერობით მხოლოდ ამ უკანასკნელ საკითხზეა ცნობილი. გაირკვა, რომ ორივე დაწესებულება არღვევს სანებართვო პირობებს. კერძოდ, ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკაში დარღვეულია შემდეგი 7 მოთხოვნა:

  • არანაკლებ ერთი ბოქსირებულიპალატა ინფექციური ავადმყოფების დროებითი იზოლაციისათვის
  • ​სავენტილაციოსისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საოპერაციო ბლოკში, სარეანიმაციო განყოფილებაში, ბოქსირებულპალატაში, ფთიზიატრიულდა ინფექციურ განყოფილებაში წნევათასხვაობის ისეთ რეჟიმს, რომ არ მოხდეს ჰაერის გადადინება ნაკლებად სუფთა სათავსებიდან
  • ნოზოკომიურიინფექციების აღრიცხვის, მართვის, ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად
  • კლინიკური ტრანსფუზიოლოგიისსერვისის უზრუნველყოფა
  • სამედიცინო და სტატისტიკური დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოება
  • რეფერალურ ქსელში ჩართულობის გეგმა
  • სტაციონარულ დაწესებულებაში უნდა არსებობდეს სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეფასების შიდა სისტემა, რომლის ფუნქციონირების წესი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.

რაც შეეხება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკას, აქ სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისადა სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა შესახებ დადგენილების სამი მოთხოვნის დარღვევა გამოვლინდა:

  • ინფრასტრუქტურა და საშუალებები პერსონალისა და პაციენტის პირადი ჰიგიენის დაცვის, შენობის დასუფთავებისა და დეზინფექციისათვის (წყალმომარაგება, საპირფარეშოები – თითოეულ სართულზე – არანაკლებ ორი სანიტარიული კვანძი, ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებები)
  • ნოზოკომიურიინფექციების აღრიცხვის, მართვის, ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად
  • ოფთალმოლოგიური მომსახურების შემთხვევაში სტაციონარს დამატებით უნდა გააჩნდეს: 1) საოპერაციო, 2) მოწყობილობა ანესთეზიისათვის - კლინიკის შემთხვევაში, დარღვეულია პირველი პუნქტი.

ორივე კლინიკის საქმეზე სააგენტომ უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 44-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სამედიცინო საქმიანობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით სანებართვო პირობების დარღვევის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 10000 ლარით.

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა თბილისის საქალაქო სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა, ხოლო ხუჯაძე გოგნიაშვილის კლინიკის საქმეზე განხილვა ხვალ, 5 სექტემბერს გაიმართება.

რაც შეეხება ირაკლი კობიაშვილის გარდაცვალების საქმეს, სამედიცინო რეგულირების სააგენტოში ამბობენ, რომ მოკვლევა გრძელდება. როგორც ტაბულას უწყების კონტროლის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა უთხრა, კლინიკებიდან დოკუმენტაცია უკვე ამოღებულია და გაგზავნილია დარგის სპეციალისტებთან ოტორინოლარინგოლოგიისა და ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგიის პროფილით.

"დასკვნების წარმოდგენის შემდეგ გვექნება საშუალება ვიმსჯელოთ შესწავლის შედეგებზე. დოკუმენტაცია საკმაოდ მოცულობითია, ამიტომ ზუსტი ვადების თქმა არ შეგვიძლია. ზუსტ ვადებს ვერ გეტყვით, მაგრამ უმოკლეს ვადაში გვექნება დარგის სპეციალისტების დასკვნები", - ამბობს ინგა პაიჭაძე ტაბულასთან.

40 წლის ირაკლი კობიაშვილი კლინიკაში ცხვირის ძგიდის ოპერაციის გასაკეთებლად მივიდა, თუმცა, დაწყებამდე, ანესთეზიაზეგამოვლენილი ალერგიული რეაქციის შემდეგ, დაგეგმილი ოპერაციიდან მე-11 დღეს გარდაიცვალა. შემთხვევა მიმდინარე წლის მარტში მოხდა. მისმა ცოლმა საქმის გამოძიების მოთხოვნით სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მიმართა. ნინო გოგინაშვილის ძირითადი პრეტენზია ეხება ალერგიაზე სინჯის არ აღებას და მალამპატისმესამე ხარისხის მიუხედავად, სპეციალური აღჭურვილობის არ გამოყენებას

ირაკლი კობიაშვილის საქმეზე ვრცლად წაიკითხეთ აქ.

ქართული
ირაკლი კობიაშვილიხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკაალადაშვილის კლინიკანინო გოგინაშვილისამედიცინო რეგულირების სააგენტოინგა პაიჭაძეირაკლი კობიაშვილიNews ItemპოლიტიკასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

პერევის საგუშაგო რამდენიმე ასეული მეტრით, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით გადავა

$
0
0

სოფელ პერევთან არსებული, საქართველოს მიერ კონტროლირებადი საგუშაგო რამდენიმე ასეული მეტრით ოკუპირებული ტერიტორიებისკენ გადაიწევს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და შედეგად, მოქალაქეებისთვის საფეხმავლო გზა შემცირდება.

"საუბარია პოლიციის უკვე არსებული საგუშაგოს რამდენიმე ასეული მეტრით გადატანაზე, რაც განპირობებულია იმით, რომ ამ მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა მოქალაქეებისთვის ხდება მხოლოდ ქვეითად და რამდენიმე ასეული მეტრით საფეხმავლო მანძილის შემცირება მათთვის იქნება არსებითი შეღავათი. 2018 წლის მაისში მოხდა ამის შესახებ IRPM -ის ყველა მონაწილის ინფორმირება, ასევე, ამის შემდეგაც საუბარი რამდენჯერმე იყო IPRM-ისფორმატის მექანიზმებით. ამ ეტაპზე მიმდინარეობის მოსამზადებელი სამუშაოები", - უთხრეს ტაბულას სუს-ში.

ქართული
რუსული ოკუპაციასოფელი პერევიპერევისაგუშაგოსუსსუს-ისახელმწიფო უსაფრთოების სამსახურირუსული ოკუპაციაNews ItemპოლიტიკასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

ვოლსკი რასმუსენზე: ტერიტორიებზე უარს ვერ ვიტყვით, ეს ისტორიის, სახელმწიფოს წინააღმდეგ სვლაა

$
0
0

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ნებისმიერ ორგანიზაციაში საქართველოს მიღება იმ საზღვრებით უნდა მოხდეს, რომელსაც ცნობს საერთაშორისო თანამეგობრობა.

ასე ეხმაურება გიორგი ვოლსკი ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის განცხადებას. ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს NATO-შიინტეგრაციის შემაფერხებელი რომ არ გახდეს, საქართველომ უნდა განიხილოს გაწევრიანება მე-5 მუხლის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაუვრცელებლად.

"იცით, სადაო თემაა. არის საკითხები, რომლებზეც უნდა ვიმსჯელოთ. ეს საზოგადოების საერთო კონსენსუსი უნდა იყოს, დამატებით კომენტარებს და განმარტებებს საჭიროებს. ამ ტერიტორიებზე ვერც ჩვენ და ვერცერთი პოლიტიკური ძალა უარს ვერ იტყვის, არ იტყვის, რადგან ისტორიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ სვლაა, რაც არავის გამოადგება. დარწმუნებული ვარ, ემოციურად ყველა ასეა განწყობილი, რომელ პოლიტიკურ ფლანგზეც არ უნდა იდგნენ. თუ ეს ამას უპირისპირდება, ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ ამ საკითხის მეორე მხარე არსებობს, როცა ვამბობთ, რომ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას მოლაპარაკებებით მოვაგვარებთ. ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს მიღება იმ ტერიტორიითა და იმ საზღვრებით უნდა მოხდეს, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის ნატო ცნობს, მხარს უჭერს და ჩვენთან ერთად იღწვის, რომ ეს სამართლიანობა აღდგეს", - ამბობს ვოლსკი, ინტერპრესნიუსის ცნობით.

NATO-სყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე თქვა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს NATO-შიინტეგრაციის შემაფერხებელი რომ არ გახდეს, საქართველომ უნდა განიხილოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გწევრიანება მე-5 მუხლის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაუვრცელებლად.

აღსანიშნავია, რომ ეს არ ნიშნავს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალზე უარის თქმას.

NATO-სყოფილი გენერალური მდივნის თქმით, ალიანსს უკვე აქვს პრეცედენტი, როდესაც გერმანია 1955 წელს ისე გახდა NATO-სწევრი, რომ მე-5 მუხლი მხოლოდ დასავლეთზე, ხოლო ქვეყნის გაერთიანების შემდეგ, 1991 წლიდან უკვე აღმოსავლეთზეცგავრცელდა:

"ჩვენ გვაქვს პრეცედენტი - გერმანია გაყოფილი იყო დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილად. გერმანია NATO-სშეუერთდა 1955 წელს, თუმცა მხოლოდ დასავლეთი - NATO-სწესები არ ვრცელდებოდა აღმოსავლეთ გერმანიაზე. მაგრამ როცა გერმანია კვლავ გაერთიანდა 1991 წელს, NATO-სწესები აღმოსავლეთზეცგავრცელდა. პრინციპში, მსგავსი მოწყობა შეთანხმება შეიძლება საქართველოს შემთხვევაშიც შედგეს."

რასმუსენის შეფასებით, თუ საქართველო ამ საკითხს დროულად არ მიხედავს, რუსეთს მუდამ ექნება ბერკეტი, რომლითაც შეძლებს მისი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია შეაფერხოს.

რას გულისხმობს მე-5 მუხლი და მისი დროებითი არგამოყენება ოკუპირებულ ტერიტორიებზე?

NATO-სხელშეკრულების მე-5 მუხლის მიხედვით, NATO-სნებისმიერ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა გულისხმობს თავდაცვას ყველა სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ. ეს მუხლი კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას ითვალისწინებს. ამასთან, ამავე მუხლში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოებმა კოლექტიური თავდაცვის ზომები, მათ შორის, სამხედრო ძალა მხოლოდ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გამოიყენონ. 

ამერიკულმა კვლევითმა ინსტიტუტმა Heritage Foundation-მა 2018 წლის 29 იანვარს გამოაქვეყნა კვლევა "NATO-სწევრობა საქართველოსთვის: აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში". კვლევაში წერია, რომ საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უნდა მოხდეს. ამასთან, აღნიშნულია, რომ საქართველოს NATO-შიინტეგრაცია შესაძლებელია 1949 წლის ხელშეკრულების მე-6 მუხლის შესწორებით მოხდეს, რაც გულისხმობს მე-5 მუხლის დროებით არ გავრცელებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მანამ, სანამ არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 

ქართული
ნატო-საქართველოNATO-საქართველოNATO-ს მე-5 მუხლინატოNATOანდერს ფოგ რასმუსენიანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებაგია ვოლსკიგიორგი ვოლსკიქართული ოცნებაNATO-საქართველოNews ItemპოლიტიკასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

სომხეთში, საქართველოს საზღვართან ორი მიწისძვრა მოხდა - 5.2 და 4.3 მაგნიტუდის

$
0
0

სომხეთში, საქართველოს საზღვართან ორი წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა.

პირველად, საქართველოს საზღვრიდან 8 კმ-ში - 5.2 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, მეორე, 4.3 მაგნიტუდის მიწისძვრა კი, საქართველოს საზღვრიდან 6 კილომეტრში მოხდა. ჯერჯერობით უცნობია ნგრევის შესახებ ინფორმაცია,

მიწისქვეშა ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა.

ქართული
მიწისძვრასაქართველო-სომხეთიმიწისძვრაNews ItemსაზოგადოებაFull widthNoBefore article text

მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონია

$
0
0

ქართველი მოჭიდავე, ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონია.

მან ფინალში ერთ წუთში აშკარა უპირატესობით 9-0 დაამარცხა ყაზახი ზაკანშა.

55 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ხობელმა სპორტსმენმა 12 წლიანი ლოდინის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი მოუტანა.

ქართული
ნუგზარ წურწუმიაქართველი სპორტსმენებიმსოფლიო ჩემპიონიქართველი მოჭიდავეოქროს მედალიჭიდაობაქართველი სპორტსმენებიNews ItemსაზოგადოებამსოფლიოსპორტიFull widthNoBefore article text

NDI: 49%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება - ეს 10 წლის მანძილზე ყველაზე მაღალია

$
0
0

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 49% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ეს ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

ამასთან, გამოკითხულთა 30%-ის აზრით, საქართველო საერთოდ არ იცვლება.

ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება მხოლოდ გამოკითხულთა 18%-ის აზრით.

NDI-ისკვლევის საველე სამუშაოები 13-დან 29 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით, 2132 ადამიანი გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი 1.7%-ია. NDI-ისკვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

ქართული
NDINDI-ის კვლევაNews ItemპოლიტიკასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

NDI: ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნულ საკითხები სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბეა

$
0
0

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა თითქმის ნახევარი, 48% მისთვის და მისი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად სამუშაო ადგილებს ასახელებს. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი 2009 წლის შემდეგ არ შეცვლილა.

34%-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი ფასების ზრდა და ინფლაციაა, ხოლო 33%-სთვის სიღარიბე.

გამოკითხულთა 29% ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად ოკუპაციას ასახელებს, 22% პენსიებს, 19% ხელფასებს.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, მოსახლეობა მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს შორის ასახელებს ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას (18%), განათლებას (12%), რუსეთთან ურთიერთობა (12%), ადამიანის უფლებები (8%), სამართლიანობის აღდგენა (6%), სამართლიანი არჩევნები (6%), ნატოში გაწევრიანება (6%), გარემოს დაცვა (5%), სასამართლო სისტემა (5%) და სხვა (16%).

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

ქართული
NDINDI-ის ანგარიშიNDI-ის გამოკითხვაNDI-ის კვლევაNDI-ის კვლევებიNDI-ის კვლევაNews ItemპოლიტიკასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

NDI: ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვის მნიშვნელობის მაჩვენებელი გაიზარდა

$
0
0

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, 4%-ით გაიზარდა იმ ადამიანების რიცხი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია. ამ აზრს გამოკითხულთა 27% იზიარებს, გასულ წელსიგივე პოზიცია 23%-ს ჰქონდა.

არ შეცვლილა იმ ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი, ვინც ლგბტ ადამიანების უფლებებს უმნიშვნელოდ მიიჩნევს - ეს 2018 წელსაც და ახალ კვლევაშიც 44%-ია.

ცნობისთვის, 2015 წელს NDI-ის 21%-მა პროცენტმა უთხრა, რომ ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია, 49%-მა კი თქვა, რომ უმნიშვნელოა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამავე გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვა მიაჩნიათ, ყველაზე უმნიშვნელოდ კი სექსუალური უმცირესობების.

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითიშერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ისკვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ისმხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

ქართული
NDI-ის ანგარიშიNDI-ის გამოკითხვაNDI-ის კვლევაNDI-ის კვლევებიNDIლგბტ უფლებებიlgbt უფლებებიNDI-ის კვლევაNews ItemპოლიტიკასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

უკმაყოფილო მოსახლეობა პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს - NDI-ის კვლევის შედეგები მოკლედ

$
0
0

ბოლო 11 წლის განმავლობაში, ქვეყნის განვითარების კურსის შეფასება ყველაზე დაბალ ნიშნულზეა - ამას ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის შედეგები აჩვენებს. მოსახლეობის მეხუთედზე ნაკლები მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოების უკმაყოფილების დონე ლარის კურსთან არის კორელაციაში. NDI-ის კვლევის მიხედვით, როცა ლარი უფასურდება, მაშინ, როგორც წესი, იმატებს საზოგადოების უკმაყოფილების დონე ქვეყნის განვითარებით. 

ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის შვიდი წლის თავზე მოსახლეობისთვის მთავარი ეროვნული საკითხები ისევ ეკონომიკას უკავშირდება -სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა, ინფლაცია და სიღარიბე მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს. მოსახლეობის ნახევარზე მეტი თავს დასაქმებულად არ თვლის, ასევე ნახევარზე მეტს, სესხი აქვს ბანკში ან სხვა ფინანსურ დაწესებულებაში.

მოქალაქეების უმეტესობა ფიქრობს, რომ უფრო უარესად ცხოვრობს, ვიდრე მათი მშობლების თაობა ცხოვრობდა, ხოლო დიდ ნაწილს, ამჟამად იმაზე ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვიდრე 5 წლის წინ ჰქონდა. სიტუაციას ამძიმებს ის ფაქტიც, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არანაირი დანაზოგი არ აქვს.

მოსახლეობის ნახევარს ბოლო 6 თვეში ჰქონია შემთხვევა, როდესაც უსახსრობის გამო კომუნალური გადასახადები ვერ დაფარა. ნახევარზე მეტი - მოულოდნელი საჭიროების შემთხვევაში 300 ლარის უპროცენტოდ სესხებას ვერ მოახერხებდა. გამოკითხულთა უმეტესობის მთავარი ხარჯი - საკვები, კომუნალური მომსახურება, წამლები და სესხია. 

ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლობას მოსახლეობის დიდი ნაწილი (84%) ხელისუფლებას, კერძოდ, საქართველოს მთავრობას აკისრებს. მხოლოდ 1 % ფიქრობს, რომ მთავრობა არ არის პასუხისმგებელი.

მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს საპენსიო რეფორმაც, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებამ 2019 წლის დასაწყისში აამოქმედა. სისტემაში ჩართულ ადამიანთა ნახევარზე მეტს არ სჯერა, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ დაგროვილი თანხით სარგებლობას შეძლებს. უმეტესობისთვის მისაღებია დაგროვებითი პენსიის მხოლოდ ნებაყოფლობითი მოდელი.

კიდევ ერთ პრიორიტეტულ საკითხად ჯანდაცვა რჩება. საზოგადოება ჯანდაცვის ხარისხითა და მისაწვდომობით კმაყოფილია, თუმცა, სამედიცინო მომსახურებისა და წამლების მაღალი ფასი მათთვის შემაშფოთებელია. გასულ წელს მოსახლეობის ნახევარმა მკურნალობა (ექიმთან მისვლა/გამოკვლევა/ოპერაცია) და წამლის ყიდვა უსახსრობის გამო გადადო.  

NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. 

კვლევა 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,131 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.7 პროცენტი. კვლევას დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ატარებს CRRC საქართველო. 

ქართული
NDI-ის კვლევაეკონომიკური მდგომარეობასაქართველოს მთავრობაჯანდაცვასაპენსიო რეფორმაNDI-ის კვლევაNews ItemArticleპოლიტიკასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

ადმინისტრაცია: პრეზიდენტი The Walking Dead-ის და Terminator-ის პროდიუსერს შეხვდა

$
0
0

სალომე ზურაბიშვილი უცხოელ და ქართველ ქალ კინემატოგრაფებსშეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პროდიუსერები: გეილ ენნჰერდი და პოლ თილტგესისაქართველოში ორგანიზაციის "ქალები კინოსა და ტელევიზიაში" (WIFT Caucasus) მოწვევით ჩამოვიდნენ.

"ტერმინატორის"და "მოსიარულე მკვდრების"პროდიუსერი გეილ ენნისაერთაშორისო ორგანიზაცია Women in Film & Television International-ის (WIFTI) საპატიო წევრი და აქტიური მხარდამჭერია.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისში, სწორედ მისი ხელშეწყობით დაფუძნდა ორგანიზაციის კავკასიის ფილიალი, რომლის საბჭოს წევრების უმეტესობაც საქართველოდან არიან, პრეზიდენტი კი რეჟისორი ნანა ექვთიმიშვილია.

მათივე ცნობით, შეხვედრისას აღინიშნა, მათი საქმიანობის მთავარი თემა გენდერული თანასწორობის საკითხია და მასტერკლასებზეც, რომელსაც ისინი საქართველოში ჩაატარებენ მონაწილეთა გენდერული ბალანსია დაცული.

"მომავალ წელს იგეგმება საქართველოში კინემატოგრაფების ქალთა საერთაშორისო კონგრესის ჩატარება. უკვე დაწყებულია კონგრესის მოსამზადებელი სამუშაოები და პრეზიდენტმა კინემატოგრტაფებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. მხარეებმა ქართული კინემატოგრაფიის მიღწევებსა და ისტორიაზე ისაუბრეს და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოში კინემატოგრაფიას მდიდარი ისტორია აქვს, რომელშიც ქალი რეჟისორები ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობენ"- აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისიტრაციაში.

ქართული
სალომე ზურაბიშვილიპრეზიდენტის ადმინისტრაციამოსიარულე მკვდრებიტერმინატორისალომე ზურაბიშვილიNews ItemპოლიტიკაკულტურასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

NDI: მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას კარგად 64% აფასებს

$
0
0

​ეროვნულ-დემოკრატიულიინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას კარგად 64% აფასებს. ეს მაჩვენებელი 2018 წლის შემდეგ მცირედით გაზრდილია - 2018 წლის მარტის კვლევაში ეკლესიის საქმიანობას კარგად 56% აფასებდა.

რაც შეეხება უარყოფით შეფასებას, ახალი კვლევის მიხედვით, მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას ცუდად 5% აფასებს.

საშუალო შეფასება აქვს 20%-ს, ხოლო 11% ამბობს, რომ არ იცის.

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

ქართული
NDI-ის ანგარიშიNDI-ის გამოკითხვაNDI-ის კვლევაNDI-ის კვლევებიNDIსაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიასაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რეიტინგისაქართველოს საპატრიარქოNDI-ის კვლევაNews ItemპოლიტიკარელიგიასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

NDI: უმეტესობის აზრით, 20 ივნისის ღამეზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა

$
0
0

ეროვნულ-დემოკრატიულიინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ 20 ივნისის ღამეზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ინსტიტუტებს ეკისრებათ.

ამავე კვლევაში ჩანს, რომ მოსახლეობის 92%-სთვის პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების შესახებ ცნობილია.

აღნიშნულ 92%-ს NDI-მ გამოკითხულებს კითხვა შემდეგი ფორმულირებით დაუსვა:

"თქვენი აზრით, ვინ არის უმთავრესად პასუხისმგებელი იმ ძალადობაზე, რომელსაც 20 ივნისის ღამეს ჰქონდა ადგილი?".

43%-ის პასუხია ხელისუფლება, ხოლო 14% მიიჩნევს, რომ ყველა ერთნაირად პასუხისმგებელია. 

9% კონკრეტულად გიორგი გახარიას, იმდროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს აკისრებს პასუხისმგებლობას, 8% ნაციონალურ მოძრაობას, ხოლო 7% ზოგადად ოპოზიციას.

4%-ის აზრით, 20 ივნისის ძალადობაზე პასუხისმგებელია ბიძინა ივანიშვილი, 2%-ის აზრით კი აქციის მონაწილეები. 

შსს-ს და პოლიციის პასუხისმგებლობას 1% ხედავს, ხოლო ნიკას მელიას პასუხისმგებლობას - 0%.

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

ქართული
გავრილოვის ღამე20 ივნისის ღამე20 ივნისის აქციის დარბევაგიორგი გახარიაპროპორციული არჩევნებიNDI-ის ანგარიშიNDI-ის გამოკითხვაNDI-ის კვლევაNDI-ის კვლევებიNDINDI-ის კვლევაNews ItemპოლიტიკასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

NDI: 68%-ის აზრით, 20 ივნიის ხელისუფლებამ გადამეტებული ძალა გამოიყენა

$
0
0

​ეროვნულ-დემოკრატიულიინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა, 68% მიიჩნევს, რომ 20 ივნისის აქციის მონაწილეების დასაშლელად ხელისუფლებამ გადამეტებული ძალა გამოიყენა. ამასთან, ამ მოქალაქეების 71%-ის აზრით, მათ მიმართ, ვინც ძალა გამოიყენა, სათანადო ღონისძიებები არ გატარებულა. საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს 16%-ს.

გამოყენებულ ძალას სათანადოდ მიიჩნევს 22%.

ამავე კვლევაში ჩანს, რომ მოსახლეობის 92%-სთვის პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების შესახებ ცნობილია. ძალის გადამატებისშესახებ კითხვა სწორედ ამ ადამიანებს დაუსვეს.

აღსანიშნავია, რომ გავრილოვის ღამეს გამოყენებულ ძალას გადამეტებულად მიიჩნევს როგორც თბილისის, ასევე დიდი და პატარა ქალაქების, სოფლების, უმცირესობების დასახლებების უმრავლესობა.

იგივე ეხება ასაკობრივ დაყოფასაც - გამოკითხულთა უმრავლესობა, ასაკის მიუხედავად, მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების დასაშლელად გადამეტებული ძალა გამოიყენა. თუმცა, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 18-34 წლის ასაკის მოქალაქეებშია.

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

ქართული
გავრილოვის ღამე20 ივნისის ღამე20 ივნისის აქციის დარბევაგიორგი გახარიაპროპორციული არჩევნებიNDI-ის ანგარიშიNDI-ის გამოკითხვაNDI-ის კვლევაNDI-ის კვლევებიNDINDI-ის კვლევაNews ItemპოლიტიკასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

NDI: მათი 42%, ვისაც "ოცნება"მოსწონს, 20 ივნისს გამოყენებულ ძალას გადამეტებულად მიიჩნევს

$
0
0

​ეროვნულ-დემოკრატიულიინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, იმ ადამიანების 42%, ვის შეხედულებებთანაც ყველაზე ახლოს "ქართული ოცნება"დგას, მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ 20 ივნისის აქციის დასაშლელად გადამეტებული ძალა გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების მიერ გავრილოვის ღამეს გამოყენებულ ძალას გადამეტებულად მიიჩნევს იმ ადამიანების 72%, რომლებიც ამბობენ, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას.

ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 92%-ია.

ამავე კვლევაში ჩანს, რომ მოსახლეობის 92%-სთვის პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების შესახებ ცნობილია. ძალის გადამატებისშესახებ კითხვა სწორედ ამ ადამიანებს დაუსვეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ იმ ადამიანებს შორის, ვისი აზრითად 20 ივნისის აქციის მონაწილეების დასასჯელად ხელისუფლებამ სათანადო ძალა გამოიყენა, ყველაზე მეტი სწორედ ისეთები არიან, ვინც ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია "ქართული ოცნებაა" (45%).

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

ქართული
გავრილოვის ღამე20 ივნისის ღამე20 ივნისის აქციის დარბევაგიორგი გახარიაპროპორციული არჩევნებიNDI-ის ანგარიშიNDI-ის გამოკითხვაNDI-ის კვლევაNDI-ის კვლევებიNDINDI-ის კვლევაNews ItemპოლიტიკასაზოგადოებაFull widthNoBefore article text

NDI: 46% ეთანხმება აქციის მონაწილეების მოთხოვნას გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ

$
0
0

​​​ეროვნულ-დემოკრატიულიინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, იმ ადამიანები 46%, ვისთვისაც 20 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების შესახებ ცნობილია, ეთანხმება აქციის მონაწილეების მოთხოვნას გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით.

39% არ ეთანხმება, ხოლო 14% პასუხობს "არ ვიცი".

ამასთან, გახარიას გადადგომის მოთხოვნას დაახლოებით ერთნაირად იზიარებენ თბილისში, დიდ და პატარა ქალაქებში, სოფლებში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია (54%).

აღსანიშნავია ისიც, რომ გახარიას გადადგომის მოთხოვნას ყველაზე მეტად არ ეთანხმებიან ის ადამიანები, ვის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს "ქართული ოცნება"დგას.

რაც შეეხება აქციის მონაწილეების კიდევ ერთ მოთხოვნას, საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარების შესახებ, გამოკითხულთა 68% ამბობს, რომ აქვს ინფორმაცია ხელისუფლების მხრიდან ამ მოთხოვნის შესრულების თაობაზე და მათგან 85%-სთვის ეს გადაწყვეტილება მისაღებია.

გარდა ამისა, NDI-მ მოსახლეობას ჰკითხა როგორ აფასებენ მთავრობის პასუხს 20 ივნისის მოვლენებსა და შემდგომ საპროტესტო აქციებზე. უმრავლესობა, 59% მმართველი გუნდის პასუხს უარყოფითად აფასებს, ხოლო 23 % დადებითად.

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

ქართული
გავრილოვის ღამე20 ივნისის ღამე20 ივნისის აქციის დარბევაგიორგი გახარიაპროპორციული არჩევნებიNDI-ის ანგარიშიNDI-ის გამოკითხვაNDI-ის კვლევაNDI-ის კვლევებიNDINDI-ის კვლევაNews ItemპოლიტიკასაზოგადოებაFull widthNoBefore article text
Viewing all 1443 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>